უკრაინის შეიარაღებული ძალები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

14:41, 26.05.2022

უკრაინის შეიარაღებული ძალები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მილოცვა უკრაინის შეიარაღებული ძალების „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ძმებო! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი.

მსგავსი