უკრაინის შეიარაღებული ძალები - რუსი სამხედროები ბახმუტში წინ მიიწევენ, თუმცა უკრაინელები მათ შეკავებას ქალაქის რამდენიმე რაიონში ახერხებენ
უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, რუსული ძალები ბახმუტში წინ მიიწევენ, თუმცა უკრაინელი სამხედროები მათ შეკავებას ქალაქის რამდენიმე რაიონში ახერხებენ.
მათივე ცნობით, სამხედროებმა მოიგერიეს თავდასხმები ორიხოვო-ვასილივკას, დუბოვო-ვასილივკას, ბახმუტისა და ივანივსკეს მიმართულებებზე.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთი იყენებს მძიმე არტილერიას, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს.
მანამდე, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი ვიდეომიმართვაში აცხადებდა, რომ ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილი რუსეთის დაქვემდებარებაშია.