უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ოლქში დასახლებული პუნქტი ქვედანაყოფებმა დატოვეს და უფრო ხელსაყრელ თავდაცვით პოზიციებზე გადავიდნენ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ქვედანაყოფებმა ზაპოროჟიეს ოლქში დასახლებული პუნქტი დატოვეს და უფრო ხელსაყრელ თავდაცვით პოზიციებზე გადავიდნენ.
გენშტაბის განმარტებით, გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის გამო მიიღეს, მათ შორის ჯარისკაცების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით.
„მტრის წინსვლის შეფერხებისა და კომბინირებული ზიანის მიყენების მცდელობები გრძელდება“, – აღნიშნავენ გენშტაბში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხრეთით რუსული მხარე თავდასხმებს არ ამცირებს.