უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის იერიშის მთავარი ძალისხმევა კვლავ ბახმუტისკენ არის მიმართული
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის იერიშის მთავარი ძალისხმევა კვლავ ბახმუტისკენ არის მიმართული

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთის იერიშის მთავარი ძალისხმევა კვლავ ბახმუტისკენ არის მიმართული.

მათივე განცხადებით, რუსული ძალების მიერ ბოლო საათებში გახსნილი ცეცხლის მოგერიება დონეცკის 13 დასახლებულ პუნქტთან მოუწიათ. მათ შორის სოლედარის, კრასნა ჰორას, ბახმუტისა და დრუჟბას მიმართულებებზე.

ასევე, უკრაინის გენშტაბის ცნობით, წარუმატებელი აღმოჩნდა რუსეთის იერიშები ავდეევკასა და ზაპოროჟიეს წინააღმდეგ.

რაც შეეხება კონტრიერიშს, გენშტაბის ცნობით, საოკუპაციო ძალები თავდაცვით პოზიციებზე ნოვოპავლოვკასა და ხერსონში არიან.