უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის ბელგოროდის ოლქში ოთხი ვერტმფრენი გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის ბელგოროდის ოლქში ოთხი ვერტმფრენი გაანადგურეს.
კერძოდ, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების პრესსამსახურის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან, სარაკეტო ძალებსა და არტილერიასთან ერთად, გაანადგურეს „კა-52“-ის ტიპის – ორი და „მი-8“-ის ტიპის ორი ვერტმფრენი.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აღნიშავენ, რომ სპეცოპერაცია გასულ დღეებში განხორციელდა. ვერტმფრენები სარაკეტო დარტყმების შედეგად Himars-ის სისტემებიდან გაანადგურეს.
„მტერი კვლავ ფიქრობდა, რომ ზურგის სიღრმეში ხელმიუწვდომელია. ჩვენ კვლავ დავამტკიცეთ, რომ სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის არ არსებობს მიუწვდომელი. მუშაობას ვაგრძელებთ“, – ნათქვამია უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების განცხადებაში.