უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში ფრონტზე 200 საბრძოლო შეტაკება მოხდა, მათგან 67 პოკროვსკის სექტორში დაფიქსირდა

10:52, 26.09.2025

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში ფრონტზე 200 საბრძოლო შეტაკება მოხდა, რომელთაგან ყველაზე დიდი რაოდენობა – 67 პოკროვსკის სექტორში დაფიქსირდა.

ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 25 სექტემბრის საღამოდან, რუსულმა ძალებმა უკრაინას „შაჰედისა“ და სხვა ტიპის 154 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. მათგან 128 დრონი განეიტრალდა, თუმცა 26-მა სამიზნეს მიაღწია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ მოწინააღმდეგის 940 ჯარისკაცი გაანეიტრალეს, ასევე გაანადგურეს 400-ზე მეტი ერთეული იარაღი და სამხედრო ტექნიკა.

 

მსგავსი