უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცხრა დღის განმავლობაში უკრაინამ 370 ათასი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი განახორციელა
უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცხრა დღის განმავლობაში უკრაინამ 370 ათასი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი განახორციელა

ცხრა დღის განმავლობაში მარცვლეულის დერეფნის გამოყენებით უკრაინამ 370 ათასი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი განახორციელა.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

„მარცვლეულის დერეფნის ამუშავებიდან ცხრა დღის განმავლობაში უკრაინის პორტები 12 გემმა დატოვა, რომლებმაც 370 ათას ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიტანეს მსოფლიოს 7 ქვეყანაში და ერთი გემი შემოვიდა დასატვირთად ჩორნომორსკის პორტში“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს დილით უკრაინის ჩერნომორსკის პორტი ორმა სატვირთო გემმა დატოვა, რომლებიც ჯამში 70 ათას ტონაზე მეტი პროდუქციით არიან დატვირთული.