უკრაინის საზღვაო ძალები - რუსეთმა კვლავ შეუტია სამოქალაქო გემს, მიზანმიმართულად დაარტყა თურქულ გემს, რომელიც ეგვიპტისკენ მიემართებოდა, ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან
რუსეთმა უკრაინული მზესუმზირის ზეთის გადამტან სამოქალაქო გემზე იერიში მიიტანა, – ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „რუსეთი უხეშად და ცინიკურად არღვევს საერთაშორისო საზღვაო სამართალს“.
„აგრესორმა ქვეყანამ კვლავ შეუტია სამოქალაქო გემს. რუსეთის ფედერაციამ მიზანმიმართული დარტყმა განახორციელა თურქულ გემ VIVA-ზე, რომელიც ეგვიპტისკენ მიემართებოდა. გემი მარცვლეულის დერეფანში გადიოდა. ბორტზე თურქეთის 11 მოქალაქე იმყოფებოდა“, – აღნიშნულია უკრაინის საზღვაო ძალების განცხადებაში.
უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან და ამჟამად გემი დანიშნულების ადგილისკენ მიემართება.