უკრაინის სასაზღვრო სამსახური - ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, არიან დაჭრილები და დაღუპულები
უკრაინის სასაზღვრო სამსახური - ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, არიან დაჭრილები და დაღუპულები

უკრაინის სასაზღვრო სამსახური იუწყება, რომ ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმები მიიტანეს.

მათი ცნობით, შეტევის სამიზნე გახდა აზოვის ზღვის პირას მდებარე მელიტოპოლის რაიონის სასაზღვრო ქვედანაყოფი.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, მესაზღვრეებს შორის არიან დაჭრილები და დაღუპულები.