უკრაინის სასამართლომ ორ რუს სამხედროს 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
უკრაინის სასამართლომ ორ რუს სამხედროს 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

უკრაინის სასამართლომ ორ რუს სამხედრო მოსამსახურეს 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ალექსანდრ ბობიკინი და ალექსანდრ ივანოვი დამნაშავეებად ცნეს ხარკოვის მშვიდობიანი რაიონებისთვის „გრადის“ ტიპის სარაკეტო სისტემიდან ცეცხლის გახსნაში, რომლის სამიზნეც სხვა მრავალ სამოქალაქო ობიექტთან ერთად, სკოლის შენობაც გახდა.

მედიის ცნობით, ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დაატყვევეს და მართლმსაჯულებას გადასცეს.

დატოვე კომენტარი