უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული - მიხაილ პოდოლიაკი ანალიზს უკეთებს სიტუაციას, რომელიც ახლა არის საქართველოში, ნაბიჯებს, რომლებსაც დგამს საქართველოს ხელისუფლება, ეს არის მისი შეფასებები
მიხაილ პოდოლიაკი ანალიზს უკეთებს ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც დგამს საქართველოს ხელისუფლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ოლექსანდრ შულგამ განუცხადა.
შულგას კითხვა დაუსვეს პოდოლიაკის განცხადებაზე, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.
„ბატონი პოდოლიაკი ანალიზს უკეთებს იმ სიტუაციას, რომელიც ახლა არის საქართველოში. ანალიზს უკეთებს ყველა იმ ნაბიჯს, რომლებსაც დგამს საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მისი შეფასებები მოცემულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ეს არის ის, რაც შემიძლია, ვთქვა“, – განაცხადა ოლექსანდრ შულგამ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, „საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“.