უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურის განცხადებით, რუსეთს 2025 წლამდე ეყოფა რესურსი ომის განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გასაგრძელებლად
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურის განცხადებით, რუსეთს 2025 წლამდე ეყოფა რესურსი ომის განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გასაგრძელებლად

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთს 2025 წლამდე ეყოფა რესურსი, რომ ომი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გააგრძელოს. ამის შესახებ კირილ ბუდანოვმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეკონომიკური შეფასებით, რუსეთს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე შეუძლია, საკუთარ თავს უფლება მისცეს, 2025 წლამდე გააგრძელოს ომი. ტექნიკის რაოდენობით – მაქსიმუმ, 2026 წლამდე. შესაძლოა, უფრო ცოტა ხანს, რადგან ტექნიკის აღდგენის ტემპი ახლა რუსეთში არც ისეთი მაღალია. თვალსაჩინოა, რომ ადამიანური რესურსი დიდხანს ეყოფათ“,  – განაცხადა ბუდანოვმა.

ამასთან, ბუდანოვის თქმით, უკრაინასაც აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საკუთარი არმიის შესავსებად.

„ჩვენი ქვეყანა პატარა არ არის. მეორე საკითხია, მზადაა თუ არა რუსეთი, ზედა ზღვართან მივიდეს, იბრძოლოს ბოლომდე? ახლა ისინი არსებითად მობილიზებული იბრძვიან, გრძნობენ საბრძოლო მასალის, შეიარაღების დანაკლისს“, – განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა.

ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას მომავალი წლის შუა პერიოდამდე სამხედრო დახმარების კუთხით პრობლემები არ ექნება.

რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ ბუდანოვმა განაცხადა, რომ კიევი ასეთ მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაში დათანხმდება, როდესაც ტერიტორიებს დაიბრუნებს ან როდესაც უკრაინა იქნება დარწმუნებული, რომ რუსეთი მზადაა, გაიყვანოს სამხედროები 1991 წლის საზღვრებზე.