უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი დონბასში სნაიპერებისა და ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი დონბასში სნაიპერებისა და ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი დონბასში სნაიპერებისა და ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში სიტუაციის სტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად რუსეთის ფედერაცია ზომების მიღებას აგრძელებს.

სამხედრო დაზვერვის ცნობით, ამ მიზნით რუსეთის საოკუპაციო ჯარების ოპერატიული ჯგუფის სარდლობა, ურთიერთშეტაკების ხაზთან მყოფ ქვედანაყოფებს დამატებითი 122 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო სამაგრებით, ჯავშანტრანსპორტებით და ქვეითთათვის განკუთვნილი საბრძოლო მანქანებით აძლიერებს.

ამავდროულად, სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, ფრონტის მოწინავე პოზიციებზე რუსეთმა გაზარდა სნაიპერების რაოდენობა, რომლებიც გაერთიანებული ძალების პერსონალს შორის დანაკარგის გამოწვევის, ვიდეოთვალთვალის ელემენტების განადგურებისა და საპასუხო ცეცხლის გამოწვევის მიზნით, მზადყოფნის რეჟიმში იმყოფებიან.

სნაიპერების დანაყოფები 1-ლი (დონეცკი) და მე-2 (ლუგანსკის) არმიის შენაერთებთან ერთად მართავენ სასწავლო წვრთნებს, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული სამხედრო მოსამსახურეების ხელმძღვანელობით ტარდება.

დატოვე კომენტარი