უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული კანონმდებლობის გარკვეული ნორმები არაკონსტიტუციურად გამოცხადდა.

კერძოდ, 27 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ, 48 დეპუტატის წარდგინებით, მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის გაუქმებას, რაც ელექტრონულ დეკლარირების გაუქმებასა და კორუფციის პრევენციის ნაციონალური სააგენტოს უფლებამოსილების შემცირებას, დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეყვანის დეკრიმინალიზაციას გულისხმობს. შესაბამისი საკითხით სასამართლოს 48 დეპუტატმა მიმართა.

როგორც უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების საფუძველი გახდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილების შეწყვეტასა და ანტიკორუფციული კანონმდებლობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი