უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ ვლადიმირ ზელენსკის ბრძანება რადას დაშლასთან დაკავშირებით კონსტიტუციურად ცნო
უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ ვლადიმირ ზელენსკის ბრძანება რადას დაშლასთან დაკავშირებით კონსტიტუციურად ცნო

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებას პარლამენტის დაშლასთან დაკავშირებით.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ ზელენსკის ბრძანებას საკონსტიტუციო სასამართლოს თერთმეტმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი, ხუთი კი წინააღმდეგ წავიდა. ​უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს პალატის სხდომას სულ 16 მოსამართლე ესწრებოდა.

​უკრაინის პრეზიდენტმა რადას დათხოვნის ბრძანება 21 მაისს გამოსცა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს დანიშნა. 24 მაისს, „ეროვნული ფრონტის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში ბრძანების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით განცხადება წარადგინეს. სასამართლომ მხარეების არგუმენტებიც მოისმინა.

დატოვე კომენტარი