უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის წარმომადგენელი - ტრამპს სურს მშვიდობა, რომელიც იქნება სამართლიანი, რეგიონში მშვიდობა მისი საერთაშორისო დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია
ტრამპს სურს მშვიდობა, რომელიც იქნება სამართლიანი, რეგიონში მშვიდობა მისი საერთაშორისო დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია, – ამის შესახებ უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა „ფოქს ბიზნესის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
ამასთან, ერთად ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი არ აპირებს მინსკის შეთანხმების მსგავს პროცესში შესვლას, რადგანაც ის წარუმატებელი აღმოჩნდა.
„პრეზიდენტი ამ გზით არ წავა. ტრამპი აცნობიერებს იმ ურთიერთობების მნიშვნელობას, რომელიც მას აქვს მოკავშირეებთან და ასევე ვლადიმერ პუტინთანაც. ის გახლავთ ადამიანი, რომელსაც ამის დასრულება შეუძლია და მე მჯერა, რომ ის ამას გააკეთებს“, – განაცხადა კელოგმა.
ცნობისთვის, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ტრამპი არაერთხელ აცხადებდა, რომ უკრაინის კრიზისიდან გამოსავალს დიპლომატიური გზით მოძებნის ჯერ კიდევ მის ინაუგურაციამდე. 27 ნოემბერს მან კელოგის კანდიდატურა წარადგინა თავისი მრჩევლისა და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე უკრაინისა და რუსეთის საკითხებში. კელოგი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებების გზით მომხრეა.