უკრაინის სახალხო დამცველი - სააკაშვილთან ის მღვდლები შეჰყავთ, რომელიც უნდათ და არა ისინი, რომელთან შეხვედრასაც ის ისურვებდა
უკრაინის სახალხო დამცველი - სააკაშვილთან ის მღვდლები შეჰყავთ, რომელიც უნდათ და არა ისინი, რომელთან შეხვედრასაც ის ისურვებდა

სააკაშვილთან ის მღვდლები შეჰყავთ, რომელიც უნდათ და არა ისინი, რომელთან შეხვედრასაც ის ისურვებდა, – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოინახულა.

დენისოვა აცხადებს, რომ უკრაინაში ჩასვლის შემდეგ, მიღებულ ინფორმაციას მიაწვდის ევროპის ქვეყნების ელჩებს, ევროპარლამენტს. ამასთან, მისივე თქმით, საქმეზე საუბარი ექნება უკრაინის პრეზიდენტთანაც.

„მე, როგორც უკრაინის რადას მიერ ადამიანი უფლებების დაცვის უფლებამოსილი პირი, ჩამოვედი უკრაინის მოქალაქესთან. შემიძლია, მოვახდინო კონსტატაცია, რომ სახეზეა ადამიანის უფლებების დარღვევა, კერძოდ სამედიცინო მომსახურების, პროცესუალური უფლებების, რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების დარღვევა, რადგან ის მღვდლები შემოჰყავთ, რომელიც უნდათ და არა ისინი, რომელთან შეხვედრასაც ისურვებდა სააკაშვილი. უკრაინაში ჩასვლის შემდეგ ჩვენ ამ ინფორმაციას მივაწვდით ევროპის ქვეყნების ელჩებს. მე დავწერ დასკვნას და გადავუგზავნი ევროპარლამენტს. ახლა მე შევხვდები საქართველოს ომბუდსმენს და ვფიქრობთ, საერთო პოზიციის ფორმირებას მოვახდენთ. უკრაინაში მოვითხოვ პრეზიდენტთან შეხვედრას, რათა მივაწოდო ის ინფორმაცია, რომელიც მივიღე, მათ შორის პირადად სააკაშვილისგან.

ჯერ არ მაქვს ასეთი შეხვედრა დაგეგმილი. თქვენ გესმით, რომ ჩემი თანამდებობა ხელისუფლების ყველა შტოსგან თანაბრად დაშორებული თანამდებობაა. მე ჩამოვედი, მოვახდინე კონსტატაცია და საქართველოს იუსტიციის მინისტრს მივწერ იმას, თუ რა უფლებების დარღვევები დავინახე და დავაფიქსირე“, – განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.