უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ გაშვებული 164 „შაჰედის“ ტიპის დრონიდან და რაკეტებიდან 136-ის ჩამოგდება მოახერხეს
ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 164 „შაჰედის“ ტიპის დრონი და რაკეტები გაუშვა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 136-ის ჩამოგდება მოახერხეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის მედია ავრცელებს.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაშია აღნიშნული, 12 სხვადასხვა ადგილას 27 დარტყმა დაფიქსირდა, ხოლო ოთხ ადგილას ნამსხვრევები ჩამოვარდა.
რუსეთმა იერიში მიიტანა ჩერნიგოვის ოლქში მდებარე ელექტროობიექტზე, რის შედეგადაც 17 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარკოვზე მიტანილი თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძო სახლები, საწარმოები, საზოგადოებრივი ცენტრი და ავტომობილები.