უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსებმა უკრაინის მიმართულებით 74 დრონი გაუშვეს, აქედან 47 ჩამოაგდეს, 27 კი რადარებიდან გაქრა
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსებმა უკრაინის მიმართულებით 74 დრონი გაუშვეს, აქედან 47 ჩამოაგდეს, 27 კი რადარებიდან გაქრა

რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსებმა უკრაინის მიმართულებით 74 დრონი გაუშვეს, აქედან 47 ჩამოაგდეს, დანარჩენი 27 კი რადარებიდან გაქრა.

უკრაინის შვიდ ოლქში ჩამოვარდნილი დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა სამეურნეო შენობა-ნაგებობები, საჯარო დაწესებულებები, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. საჰაერო ძალების ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.