უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული „შაჰიდის“ ტიპის 13 დრონიდან ათი გაანადგურეს, დრონებით იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული „შაჰიდის“ ტიპის 13 დრონიდან ათი გაანადგურეს, დრონებით იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია

უკრაინის საჰაერო ძალებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული „შაჰიდის“ ტიპის 13 დრონიდან 10 გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამარხში უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.

გავრცელებული ცნობის თანახმად, რუსეთის მიერ დრონებით იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსეთის ძალებმა უკრაინაზე თავდასხმა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან განახორციელეს. ოკუპანტებმა 13 კამიკაძე დრონი აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს. ასევე, რუსმა სამხედროებმა „ეს-300“ ტიპის ოთხი რაკეტა გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის ძალები ცდილობდნენ ზაპოროჟიეს ოლქში სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმას.