უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 91 დრონი გაუშვა, სამიზნემდე მათგან მხოლოდ 18-მა მიაღწია
რუსეთმა უკრაინას ღამის განმავლობაში 91 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია, რომელთაგან სამიზნეს მხოლოდ 18-მა მიაღწია, – ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები იტყობინება.
ირკვევა, რომ საჰაერო თავდასხმა რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან ერთდროულად განხორციელდა, თუმცა დრონების უმეტესობა უკრაინის ცის მცველებმა გაანადგურეს.
18-მა უპილოტო საფრენმა აპარატმა რვა ლოკაციამდე მიაღწია, ხოლო განადგურებული დრონების ფრაგმენტები ოთხ ლოკაციაზე ჩამოვარდა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, მტრის რამდენიმე საფრენი აპარატი ჯერ კიდევ ჰაერშია და შეტევა გრძელდება.