უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის ძალებმა უკრაინაზე 74 დრონით მიიტანეს იერიში, 41 უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება მოხერხდა
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის ძალებმა უკრაინაზე 74 დრონით მიიტანეს იერიში, 41 უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება მოხერხდა

ზაპოროჟიეს ოლქში, ფრონტისპირა დასახლებაში რუსეთის ძალებმა დრონით დარტყმა ავტომობილებზე განახორციელეს. იერიშის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს.

ივან ფედოროვის ცნობით, დრონით დარტყმა საცხოვრებელი სახლის გვერდით განლაგებულ ავტომობილებზე განხორციელდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე იერიში, ჯამში, 74 დრონით მიიტანა, საიდანაც 41 უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება მოხერხდა, საოკუპაციო ძალების 20 დრონი კი ლოკაციურად დაიკარგა.

დრონებით თავდასხმა განხორციელდა ასევე ხარკოვის, დონეცკისა და ოდესის ოლქებზე.