უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამის განმავლობაში მათ რუსეთის მიერ გაშვებული ყველა „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამის განმავლობაში მათ რუსეთის მიერ გაშვებული ყველა „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამის განმავლობაში მათ რუსეთის მიერ გაშვებული 24-ვე „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს.

ამასთან, სუმის რაიონში „შაჰედის“ ტიპის რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა ენერგეტიკულ ობიექტებზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად შეფერხდა ელექტრომომარაგება. გარდაცვლილების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რამდენიმე მიმართულებით ინტენსიური ბრძოლების გამო ვითარება უკიდურესად რთულია და დასძინა, რომ ხარკოვის რაიონში უკრაინული ძალების წარმატება საგრძნობია.