უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი - ხერსონში საკვებისა და მედიკამენტების მარაგი თითქმის ამოწურულია
უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი - ხერსონში საკვებისა და მედიკამენტების მარაგი თითქმის ამოწურულია

ხერსონში საკვებისა და მედიკამენტების მარაგი თითქმის ამოწურულია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ სოციალურ ქსელში განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქი ხერსონი 300 000-იანი მოსახლეობით, ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა, რუსული არმიის ბლოკადის გამო, რომელიც ორი კვირაა გრძელდება.

ნიკოლენკოს თქმით, რუსეთი უარს ამბობს, საევაკუაციო დერეფნების გახსნაზე.

უკრაინის ზოგიერთ ქალაქებში საკვების ამოწურვის თაობაზე იუწყება საქველმოქმედო ორგანიზაცია „წყალობის კორპუსი“. ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინაში ჰუმანიტარული სისტემა სრულად განადგურებულია. იმ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები 3-4 დღის სამყოფი საკვებია დარჩენილი. აქვე აღნიშნავს, რომ ხარკოვისა და სუმის მოსახლეობის 70 პროცენტი სრულად არის დამოკიდებული ჰუმანიტარულ დახმარებაზე.