უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი, ქალაქ დნეპრორუდნოეს მერი გაიტაცეს
რუსმა სამხედროებმა ქალაქ დნეპრორუდნოეს მერი, იევჰენ მატვეიევი გაიტაცეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ავრცელებს ინფორმაციას.
რუსმა საოკუპაციო ჯარებმა ბოლო სამი დღის განმავლობაში უკრაინაში უკვე მეორე ქალაქის მერი გაიტაცეს. მანამდე მედიამ ქალაქ მელიტოპოლის მერის გატაცების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
„დღეს რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა გაიტაცეს კიდევ ერთი დემოკრატიულად არჩეული უკრაინელი მერი, დნეპრორუდნოეს ხელმძღვანელი, იევჰენ მატვეიევი. ნულოვანი ადგილობრივი მხარდაჭერის მიღებით, დამპყრობლები ტერორს მიმართავენ. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, შეაჩერონ რუსული ტერორი უკრაინისა და დემოკრატიის წინააღმდეგ“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
Today, Russian war criminals abducted another democratically elected Ukrainian mayor, head of Dniprorudne Yevhen Matveyev. Getting zero local support, invaders turn to terror. I call on all states & international organizations to stop Russian terror against Ukraine and democracy. pic.twitter.com/jEPTBTLikY
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) March 13, 2022