უკრაინის საგარეო უწყება ვლადიმერ პუტინის ყირიმში ვიზიტთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავს
უკრაინის საგარეო უწყება ვლადიმერ პუტინის ყირიმში ვიზიტთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი ქერჩში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის სამხედრო გემთმშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

პუტინის ყირიმში ვიზიტთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინული მხარის ნებართვის გარეშე ყირიმში რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტი დაუშვებელია.