უკრაინის საგარეო უწყება სადამკვირვებლო მისიების მონაწილე უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებს, უნგრეთის არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით არ მიიღონ მონაწილეობა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სადამკვირვებლო მისიების მონაწილე უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებს, უნგრეთის არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით არ მიიღონ მონაწილეობა.
„მოწოდება, თავი შეიკავონ უნგრეთში გამგზავრებისგან, ძალაში რჩება იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არ ვიცით, რა ხდება უნგრეთის ხელისუფლების გონებაში. ჩვენ ოფიციალურად მოვუწოდეთ დამკვირვებლების უნგრეთში გაგზავნისგან თავის შეკავებისკენ და ვურჩევთ საერთაშორისო მისიებში მომსახურე უკრაინელებსაც, თავი შეიკავონ უნგრეთის არჩევნებზე დამკვირვებლად ჩასვლისა და რეგისტრაციისგან იმის გაცნობიერებით, რამდენად აქცია ოფიციალურმა ბუდაპეშტმა უკრაინა საარჩევნო კამპანიის, მანიპულაციებისა და პროვოკაციების თემად“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს არის დაგეგმილი.