უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთმა, როგორც ტერორისტულმა სახელმწიფომ, დაარღვია ბირთვულ უსაფრთხოებაზე საერთაშორისო სამართლის პრინციპები, მაგრამ არ უგრძვნია დანაშაულებების შედეგები
უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთმა, როგორც ტერორისტულმა სახელმწიფომ, დაარღვია ბირთვულ უსაფრთხოებაზე საერთაშორისო სამართლის პრინციპები, მაგრამ არ უგრძვნია დანაშაულებების შედეგები

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესაძლო აფეთქების მომზადების ფონზე საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ტერორისტად აღიარებისკენ მოუწოდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონს, ბირთვული უსაფრთხოების ნორმებსა და სტანდარტებს, მათ შორის, ფუნდამენტურ პრინციპს ბირთვული უსაფრთხოების შესახებ.

„რუსეთმა, როგორც ტერორისტულმა სახელმწიფომ, დაარღვია ბირთვული უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო სამართლის ყველა ძირითადი პრინციპი, მაგრამ მაინც არ უგრძვნია თავისი დანაშაულებების სამართლიანი შედეგები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით „დიდ შვიდეულსა“ და ევროკავშირს, მიიღონ სასწრაფო ზომები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი, სავარაუდოდ, ემზადება ტერორისტული თავდასხმისთვის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რამაც, შეიძლება, გამოიწვიოს რადიაცია.