უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთი განაგრძობს აგრესიას მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, მიზანმიმართულად აფერხებს საერთაშორისო და რეგიონალურ უსაფრთხოებას
უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთი განაგრძობს აგრესიას მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, მიზანმიმართულად აფერხებს საერთაშორისო და რეგიონალურ უსაფრთხოებას

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შეთანხმებას“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კიევი არ აღიარებს ამ „პროგრამის“ მიღებას და და მსგავს ქმედებებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მორიგ მცდელობად აფასებს.

„რუსეთის ფედერაცია განაგრძობს აგრესიას მეზობელი სახელმწიფოების მიმართ და მათი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს, თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად აფერხებს საერთაშორისო და რეგიონალურ უსაფრთხოებას. რუსეთის ფედერაციის ეს ქმედებები უარყოფითად აისახება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად უარესდება გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2008-2020 წლებში მიღებული რეზოლუციების შესრულება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ.

უკრაინა თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უნდა შეაჩეროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიის პროცესი და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.