უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან საპატიმროში გადაყვანის გუშინდელი მცდელობა არ განხორციელებულა სათანადო წესების დაცვით. ადვოკატებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა და მას შემდგომი რეაბილიტაცია სჭირდება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოეპყრან უკრაინის მოქალაქეს პატივისცემით და არ დაუშვან იმგვარი ქმედებები, რომლებიც მისი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი იქნება.
უკრაინელი დიპლომატები აგრძელებენ მუშაობას საქართველოში და ეს სიტუაცია მკაცრი კონტროლის ქვეშაა, ასევე მუდმივ დიალოგში არიან საქართველოს ხელისუფლებასთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. უკრაინის კონსული საქართველოში ხვალ იქნება დაშვებული მიხეილ სააკაშვილთან.

ქართულმა მხარემ აუცილებლად უნდა მისცეს უფლება უკრაინელ ექიმებს, გამოიკვლიონ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მისთვის სამედიცინო შემოწმების მიზნით.

ჩვენ ვმუშაობთ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხზე უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის საფუძველზე. ასეთი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა სავსებით მკაფიო და ცალსახაა“, – ნათქვამია განცხადებაში.