უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ შუამავლობის შესაძლო შეწყვეტის შესახებ განცხადებებით, აშშ სამშვიდობო პროცესის სტიმულირებას ცდილობს

18:16, 25.04.2025

შუამავლობის შესაძლო შეწყვეტის შესახებ განცხადებებით, აშშ ცდილობს სამშვიდობო პროცესის სტიმულირებას, – ამის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გიორგი ტიხიმ განაცხადა.

როგორც ტიხიმ აღნიშნა, უკრაინაში მიიჩნევენ, რომ ეს საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაწილია.

„ჩვენ ვიხილეთ კომენტარები და სიგნალები, კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსგან. მივიჩნევთ, რომ ეს საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაწილია. საჯაროდ ასეთი სიგნალების გაგზავნით ამერიკული მხარე ცდილობს სამშვიდობო პროცესის სტიმულირებას, დაჩქარებას“, – აღნიშნა გიორგი ტიხიმ.

მისი განმარტებით, უკრაინას არ მიუღია „ოფიციალური, დიპლომატიური ინფორმაცია“ სამშვიდობო პროცესიდან აშშ-ის გასვლის სურვილის შესახებ. შესაბამისად, მსგავს განცხადებებს კიევი აღიქვამს, როგორც სიგნალს, რომელიც მიზნად ისახავს ამ პროცესის დაჩქარებას და „არა დრამატიზებას“.

გასულ კვირას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში პროგრესი თუ არ გამოვლინდება, ვაშინგტონი შუამავლობიდან გასვლას არ გამორიცხავს.

მსგავსი