უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

13:14, 26.05.2019

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. განცხადება უკრაინის საგარეო უწყებამ „ტვიტერით“ გაავრცელა.

„ჩვენს გულთბილ მილოცვას ვუგზავნით მეგობრებს საქართველოში, რომლებიც დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი