უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისა და იმის გამო, რომ უკრაინული მხარე ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
„მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ყველა აუცილებელი შესაძლებლობა შესაბამისი სამედიცინო და სასწრაფო დახმარების აღმოსაჩენად. დღეს ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალური ნოტა გადაეცა.
უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში დარჩენა ქმნის დამატებით რისკებსა და დაძაბულობებს, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია ჰუმანიტარული თვალსაზრისიდან გამომდინარე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოს საქართველოში უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილი სიტუაცია კვლავ განსაკუთრებულ კონტროლზე აქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში.