უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - დღევანდელი მოლაპარაკებების სავარაუდო წარმატება ჯერ კიდევ განსამტკიცებელია, ეს ნიშნავს, რომ ზეწოლა რუსეთზე უნდა გაგრძელდეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - დღევანდელი მოლაპარაკებების სავარაუდო წარმატება ჯერ კიდევ განსამტკიცებელია, ეს ნიშნავს, რომ ზეწოლა რუსეთზე უნდა გაგრძელდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ დღევანდელი მოლაპარაკებების შესაძლო წარმატებას ჯერ კიდევ მყარი საფუძველი სჭირდება.

„დღევანდელი მოლაპარაკებების სავარაუდო წარმატება ჯერ კიდევ განსამტკიცებელია. ეს ნიშნავს, რომ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ნამდვილად არ უნდა მოვდუნდეთ“, – აღნიშნა კისლიცამ.

მისი თქმით, ბევრი საკითხი მხოლოდ ლიდერების პირისპირ შეხვედრის შემთხვევაში გადაწყდება, ვინაიდან „საკითხები კომპლექსურია და, რუსეთის ფედერაციის ბუნების გათვალისწინებით, პრაქტიკულად თითოეულ საკითხს, რომელიც დგას, მხოლოდ პრეზიდენტი წყვეტს“.