უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქ“-ში გაკეთებულ ვიდეომიმართვაში კლიმკინმა განაცხადა, რომ განცხადებას 20 მაისს, უმაღლეს რადას და პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის გაუგზავნის.

„როგორც დაგპირდით, გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე. რადას და პრეზიდენტს განცხადებას ინაუგურაციის დღეს გავუგზავნი. ვფიქრობ, ასეა სწორი. სწორი ადამიანურად, ნორმალური პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით, რადგან ბოლო-ბოლო, ჩვენ ეს გვჭირდება“, – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, პავლო კლიმკინი უმაღლესი რადას არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.