უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – ქართველო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი თანაგრძნობა და სოლიდარობა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ღრმად ვარ დამწუხრებული ბათუმში შენობის ჩამონგრევის გამო. ჩემი ფიქრებით დაღუპულთა ნათესავებთან და მეგობრებთან ვარ. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
ქართველო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი ღრმა თანაგრძნობა და სოლიდარობა“, – ნათქვამია დმიტრო კულებას მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
Deeply saddened by news of a building collapse in Batumi. My thoughts are with the relatives and friends of the victims. I wish a full recovery to the injured. Georgian friends, please accept our deepest sympathy and solidarity. @DZalkaliani @MFAgovge
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) October 9, 2021