უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური – კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად მდინარის სამხრეთით მდებარე დასახლებებში წყლის დონე ეტაპობრივად იმატებს

09:39, 08.06.2023

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად მდინარის სამხრეთით მდებარე დასახლებებში წყლის დონე ეტაპობრივად იმატებს. მათივე ცნობით, ნაწილობრივ ან სრულად არის დატბორილი 50-მდე დასახლება.

ქალაქ ხერსონში წყლის დონე ხუთ-ნახევარ მეტრს შეადგენს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ევაკუირებულია ორი ათასამდე ადამიანი, მათ შორის 103 ბავშვი. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა 300-მდე ადამიანი გადაარჩინეს.

ოკუპირებული მარცხენა სანაპიროდან რუსული ძალები ოთხი ათასამდე პირის ევაკუაციის შესახებ იუწყებიან.

მსგავსი