უკრაინის საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე, ხარკოვში სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა
უკრაინის საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე, ხარკოვში სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე, ქალაქ ხარკოვში სულ მცირე 500 მცხოვრები მოკლეს, – ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის საგანგებო სამსახურები ავრცელებენ.

ხარკოვი უკრაინაში სიდიდით მეორე ქალაქია, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსეთის ძალების მიერ ინტენსიურად იბომბება.

ბოლო ერთ დღეში ხარკოვში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად, ამ დროის მონაცემებით, გარდაიცვალა სულ მცირე 691 სამოქალაქო პირი, 1 143 კი დაშავდა.