უკრაინის საელჩოში აცხადებენ, რომ არ არიან უფლებამოსილი, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ონლაინ გამოსვლასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხონ
უკრაინის საელჩოში აცხადებენ, რომ არ არიან უფლებამოსილი, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ონლაინ გამოსვლასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხონ

საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ საელჩო არ არის უფლებამოსილი, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ონლაინ გამოსვლასთან დაკავშირებულ შეკითხვას პასუხი გასცეს.

ამის შესახებ ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„კონკრეტულ პასუხს გაგცემთ. საქართველოში უკრაინის საელჩო არ არის უფლებამოსილი, ამ შეკითხვაზე გაგცეთ პასუხი. ასევე მოგმართავთ, რომ ასეთი შეკითხვები უშუალოდ მათ დაუსვათ“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.