უკრაინის საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, დაუზუსტებელი მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოში უკრაინის 4 100 მოქალაქე იმყოფება
უკრაინის საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, დაუზუსტებელი მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოში უკრაინის 4 100 მოქალაქე იმყოფება

საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლის ანდრეი კასანოვის განცხადებით, დაუზუსტებელი მონაცემებით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში უკრაინის 4 100 მოქალაქე ჩამოვიდა.

მისივე თქმით, ისინი ძირითადად აგრესორი ქვეყნიდან გამორბიან. 

„უკრაინელი მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც გადაკვეთეს დასავლეთ უკრაინის საზღვრები, ყოველდღიურად იზრდება. ლტოლვილების რაოდენობა 2.5 მილიონს აღემატება. ძირითადად არიან ქალები და ბავშვები. უკრაინა მადლობას უხდის ყველა ჩვენს მეგობრებს, რომლებიც უწევენ დახმარებას ჩვენს მოქალაქეებს, რათა მიიღონ და დასახლდნენ მეზობელ ქვეყნებში, ასევე იმ ქვეყნებში, რომლებმაც მათთვის კარი გააღეს. დაუზუსტებელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან საქართველოში ამ დროისთვის უკრაინის 4 100 მოქალაქე იმყოფება. უკრაინელები საქართველოში შემოსვლას 2022 წლის 24 თებერვლიდან იწყებენ. ისინი ძირითადად აგრესორი ქვეყნიდან გამორბიან, ასევე უკრაინიდან. ჩვენი საელჩო ვაგრძელებთ მუშაობას, რათა უკრაინელ მოქალაქეებს ჰქონდეთ ყველაფერი, მათ შორის თავშესაფარი, სამედიცინო დახმარება, კვება, უფასო სატელეფონო კავშირი ოჯახთან. ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობა მიიღებს აუცილებელ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებებს უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც იძულებით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინულ-რუსული ომის გამო“, – განაცხადა ანდრეი კასანოვმა.