უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი - უკრაინა და საქართველო მოძმე ერები არიან, რომლებმაც განიცადეს აგრესია რუსეთის მხრიდან, მხოლოდ ერთად შეგვიძლია შექმნილი უსიამოვნებების გადალახვა, მოვუწოდებ ყველას ერთიანობისკენ
უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი - უკრაინა და საქართველო მოძმე ერები არიან, რომლებმაც განიცადეს აგრესია რუსეთის მხრიდან, მხოლოდ ერთად შეგვიძლია შექმნილი უსიამოვნებების გადალახვა, მოვუწოდებ ყველას ერთიანობისკენ

მივესალმებით საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედებებს, რომელიც აგრძელებს თავიანთი ქმედებების კოორდინაციას ევროპულ ბანკებთან და წარადგინა მტკიცე სანქციების რუსეთის ბანკების წინააღმდეგ, ველოდებით საქართველოს მთავრობისგან შემდგომ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის აგრესიის შედეგად არის ორი მილიონი უკრაინელი ლტოლვილი. უკრაინის საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობები აკეთებენ ყველაფერს, რათა უზრუნველყონ ყველა შესაძლო მხარდაჭერა უკრაინის მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც იძულების წესით უწევთ საცხოვრებლის დატოვება.

ამასთან, ანდრეი კასანოვმა საქართველოს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის გამო მადლობა გადაუხადა.

„დღეს რუსეთის აგრესიის შედეგი არის ორი მილიონი უკრაინელი ლტოლვილი. იუნისეფის ცნობით, ბავშვები შეადგენენ ერთ მილიონს. ჰუმანიტარული მდგომარეობა ძალზედ მძიმეა. მადლობას ვუხდით პოლონეთს, რომელიც იქცა ლტოლვილების მიღების რეგიონალურ კერად. მაგრამ ისიც უკვე დასაბუთებულად ვერ უმკლავდება უკრაინიდან წამოსული ლტოლვილების ნაკადს. უკვე აქტიურად უერთდებიან უკრაინიდან ლტოვილების მიღებას ისეთი ქვეყნები, როგორიციაა გერმანია, შვეიცარია, კანადა და სხვა დასავლეთი ქვეყნები. საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობები აკეთებენ ყველაფერს, რომ უზრუნველყონ ყველა შესაძლო მხარდაჭერა უკრაინის მოქალაქეების, რომლებსაც იძულების წესით უწევთ გაქცევა როგორც თავიანთი სამშობლოდან, ასევე რუსეთის ფედერაციიდან უკრაინა-რუსეთის ომიდან გამომდინარე. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო მათ სათანადო დახმარებას გაუწევს და უზრუნველყოფს მათ საცხოვრებელს.

უკრაინის მოქალაქეები და ქართული ბიზნესსექტორი საქართველოში აგროვებენ თანხებს და ჰუმანიტარულ დახმარებას. ეს არის საკვები პროდუქტები, წამლები, სამედიცინო საშუალებები, ჰიგიენის საშუალებები და ტანსაცმელი უკრაინის მოქალაქეების მხარდასაჭერად, შეიარაღებული ძალებისათვის და ტერიტორიული თავდაცვის ძალებისთვის. ასევე დიდ მადლობას ვუცხადებთ საქართველოს ეკლესიას იმ დახმარებისთვის, რაც მან გაუწია უკრაინას.

იმ თანხებით, რომელიც უკრაინის საელჩოს ანგარიშზე საქართველოში იქნა დარიცხული, საკვები პროდუქტების შეძენა მოხდა, რომელიც აუცილებლად საჭირო იყო უკრაინის მოქალაქეებისთვის, უკრაინის გმირებისთვის და ჯარისკაცებისთვის საჭირო ნივთების შეძენა მოხდა. ის ტვირთი, რომელიც ქართველი ხალხის თანხებით იყო შეძენილი უკრაინელებისთვის, უახლოეს დღეებში იქნება გადაგზავნილი უკრაინაში“,- განაცხადა ანდრეი კასანოვმა

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი დღის მონაცემებით, საქართველოდან უკრაინაში საერთო ჯამში, 275 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა.

„გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარების ორი თვითმფრინავი, ასევე 16 სატვირთო. საქართველოდან, ჰუმანიტარული დახმარების სახით, საერთო ჯამში 275 ტონა ჰუმანიტარული დახმარება იქნა გაგზავნილი დღესდღეობით უკრაინაში. ძალიან დიდ მადლობას ვუცხადებთ ქართველ ერს ამ დახმარებისათვის, უკრაინელი მოქალაქეებისთვის საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობას.

ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი თვალს ადევნებს მოვლენების განვითარებას უკრაინაში. მართავს მრავალრიცხოვან გამოსვლებს საქართველოს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში, რითაც გამოხატავს სოლიდარობას უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ.

უკრაინა და საქართველო მოძმე ერები არიან, რომლებმაც განიცადეს აგრესია რუსეთის მხრიდან და ეს უბედურება მათ აერთიანებთ. უკრაინასა და საქართველოს მხოლოდ ერთად შეუძლიათ შექმნილი უსიამოვნებების გადალახვა. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ყველა საფეხურზე მდგომს ერთიანობისკენ და საერთო ქმედებებისკენ, რუსეთის ბარბაროსული აგრესიის შეჩერებისთვის. „სლავა უკრაინი“ „სლავა გრუზიი“ – „უკრაინას გაუმარჯოს“, „საქართველოს გაუმარჯოს“,- საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასანოვმა.