უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლებს შორის სტამბოლში შეხვედრა დასრულდა
უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლებს შორის სტამბოლში შეხვედრა დასრულდა.
მოლაპარაკებები თითქმის ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა. ფიდანმა უკრაინაში დარეგულირების ამჟამინდელ ეტაპს კრიტიკული უწოდა.
ეს რუსეთ-უკრაინის პირველი შეხვედრაა ბოლო სამ წელიწადში.