უკრაინის რადას თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან უკრაინაში მედიის 32 წარმომადგენელი დაიღუპა
უკრაინის რადას თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან უკრაინაში მედიის 32 წარმომადგენელი დაიღუპა.
აღნიშნულის შესახებ ოლეკსანდრ კორნიენკომ „ტვიტერში“ დაწერა.
„ჟურნალისტების დღე უკრაინაში. 32 მედიის წარმომადგენელი დაიღუპა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას. სიმამაცეს და გამძლეობას ვუსურვებთ ყველას, ვინც უკრაინას საინფორმაციო ფრონტზე იცავს. გმადლობთ თქვენი მუშაობისთვის!“, – წერს კორნიენკო.
Journalist’s Day in Ukraine.
32 media people have died since the beginning of the full-scale invasion. We cherish the memory of the perished. Courage and strength to all those who defend Ukraine on the information front. Thank you for your work! pic.twitter.com/RUka6MRTov— Oleksandr Korniyenko (@OlekKorn) June 6, 2022