უკრაინის რადას სპიკერმა ხელი მოაწერა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, ანტიკორუფციული ბიუროს და ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობა უქმდება
უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა ხელი მოაწერა უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონს.
უკრიანული მედიის ცნობით, ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს.
ამჟამად პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი ხელმოსაწერად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაეგზავნა.
შესაბამის ცვლილებებს უკრაინის უმაღლესმა რადამ დღეს 263 ხმით დაუჭირა მხარი. ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელებმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდეს, არ მოაწეროს ხელი კანონპროექტს.