უკრაინის რადას ერთ-ერთმა კომიტეტმა მოამზადა რეკომენდაცია, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებთან სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე იმუშაოს
უკრაინის რადას ერთ-ერთმა კომიტეტმა მოამზადა რეკომენდაცია, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებთან სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე იმუშაოს

უკრაინის საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს უმაღლეს რადას, მიიღოს დადგენილების პროექტი საქართველოს, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიმართ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ სასწრაფოდ გადაყვანის აუცილებლობაზე.

კანონპროექტის განხილვის შედეგების საფუძველზე, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რეკომენდაცია მისცეს უმაღლეს რადას აღნიშნული დადგენილების პროექტი შეიტანოს უმაღლესი რადას სესიის დღის წესრიგში, მიიღოს იგი საფუძვლად ტექნიკური და სამართლებრივი ცვლილებების გათვალისწინებით.