უკრაინის რადამ სახალხო დამცველის თანამდებობაზე დმიტრი ლუბინეცი დაამტკიცა
უკრაინის რადამ სახალხო დამცველის თანამდებობაზე დმიტრი ლუბინეცი დაამტკიცა

უკრაინის რადამ ომბუდსმენის თანამდებობაზე სახალხო დეპუტატი დმიტრი ლუბინეცი დაამტკიცა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეპუტატი იაროსლავ ჯელეზნიაკი წერს.

მისი ცნობით, ლუბინეცის კანდიდატურაზე 250-მა კანონმდებელმა მისცა ხმა.

31 მაისს უკრაინის უმაღლესმა რადამ ომბუდსმენის თანამდებობიდან ლუდმილა დენისოვას გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. 21 ივნისს კი, პარლამენტის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა აღნიშნულ თანამდებობაზე დმიტრი ლუბინეცი წარადგინა. ლუბინეცი არის პარტიის „მომავლისთვის“ წევრი. ის ადამიანის უფლებების, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის, ეროვნული უმცირესობებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეა.