უკრაინის რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის რეჟიმი მეთექვსმეტედ გაახანგრძლივა

18:53, 15.07.2025

უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის რეჟიმი კიდევ 90 დღით გახანგრძლივდა.

გადაწყვეტილება ძალაში 5 ნოემბრის ჩათვლით იქნება.

დადგენილებას მხარი 320 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ერთი კანონმდებელი იყო. დოკუმენტი ძალაში 7 აგვისტოდან შევა და 90 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

მსგავსი