უკრაინის რადამ ე.წ. კანონიერი ქურდების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ კანონი მიიღო
უკრაინის რადამ ე.წ. კანონიერი ქურდების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ კანონი მიიღო

უკრაინის რადამ ე.წ. კანონიერი ქურდების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ კანონი მიიღო.

საპრეზიდენტო კანონი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს „კანონიერი ქურდის“ სტატუსის მიღებისთვის, ასევე კრიმინალური საზოგადოების შექმნისთვის და ასეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის.

კანონპროექტს მხარი 236-მა დეპუტატმა დაუჭირა, დასამტკიცებლად კი 226 კანონმდებლის მხარდაჭერა იყო საჭირო.

დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონის მიზანია შეჩერდეს კრიმინალური საზოგადოებების და ამგვარი საზოგადოებების წევრების საქმიანობა, ასევე „კანონიერი ქურდების“ სისხლის სამართლებრივი დევნა.

კანონში აღნიშნულია, რომ პირს, რომელსაც „კანონიერი ქურდის“ სტატუსი აქვს, დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის, ხელმძღვანელობისა ან მონაწილეობისთვის, 12-დან 15 წლამდე პატიმრობა და ქონების კონფისკაცია ემუქრება.