უკრაინის რადამ დონბასის რეინტეგრაციის კანონი მიიღო
უკრაინის რადამ დონბასის რეინტეგრაციის კანონი მიიღო

უკრაინის რადამ დონბასის რეინტეგრაციის კანონი მიიღო. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხარი 280-მა დეპუტატმა დაუჭირა, მისაღებად კი სულ მცირე 226 ხმა იყო საჭირო.

კანონს ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, ძალაში კი ოფიციალურ პრესაში გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა.

დოკუმენტი პრეზიდენტს შეიარაღებული ძალების რეგიონში, მშვიდობიან დროს კი სუვერენიტეტის დასაცავად გამოყენების უფლებას აძლევს. ახალი რეგულაცია აღმოსავლეთში არმიის გამოყენებას ომის გამოცხადების გარეშე დააკანონებს.

კანონში უკრაინის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი დონბასი ოკუპირებულადაა მოხსენებული, რუსეთი კი აგრესორ სახელმწიფოდ. კანონის მიხედვით, კონფლიქტის დასარეგულირებლად პრიორიტეტი ენიჭება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.