უკრაინის რადამ ახალ გენერალურ პროკურორად ირინა ვენედიქტოვას დანიშვნას დაუჭირა მხარი
უკრაინის რადამ ახალ გენერალურ პროკურორად ირინა ვენედიქტოვას დანიშვნას დაუჭირა მხარი

უკრაინის უმაღლესმა რადამ ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, უკრაინის ახალი გენერალური პროკურორი, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მოკავშირე, ირინა ვენედიქტოვა იქნება. 41 წლის იურისტი ვლადიმერ ზელენსკის სახალხო პარტიიდან დეპუტატი იყო. ამასთან ერთად, ის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელობდა.

ირინა ვენედიქტოვას წინამორბედ რუსლან რიაბოშაპკას პარლამენტმა უნდობლობა 5 მარტს გამოუცხადა. უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ახალ გენერალურ პროკურორად ირინა ვენედიქტოვას დანიშვნას მხარი 269 დეპუტატმა დაუჭირა.

დატოვე კომენტარი